ბირთვული მასალის გადატანის სატრანზიტო გეგმა

25.10.2025 04:19

საქართველო-რუსეთი-ჩინეთი - გაშიფრულია სატრანზიტო გეგმა, რომლის მიხედვითაც, ბირთვული მასალის შეძენასა და გატანას, ჩინეთის მოქალაქეები გეგმავდნენ. სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა ისინი ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას თბილისში დააკავა.   გამოძიების მიხედვით, საქმეში ფიგურირებს 400 ათასი დოლარი და ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთმა ბრალდებულმა  ჩამოიყვანა, ურანის შეძენას კი კოორდინაციას ჩინეთიდან უწევდნენ. დანაშაული, რომლის ჩადენასაც დაკავებულებს ედავებიან, ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო ხვალ, 12:00 საათზე იმსჯელებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: