ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პერსპექტივა


დიდი ალბათობით, მოლაპარაკების მეხუთე, დაგვიანებული რაუნდი ამ კვირაში გაიმართება. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტების და ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ მანდატებზე უარის თქმის მიუხედავად, ორივე მხარე დიალოგის გასაგრძელებლად მზად არის. იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართეს, დღეს „პატრიოტთა ალიანსიც“ შეუერთდა. თუმცა, საპარლამენტო პროცედურებიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ საკითხის განხილვამ საგაზაფხულო სესიამდე გადაინაცვლოს და შესაბამისად  განცხადებების ავტორებს დეპუტატის მანდატი მინიმუმ თებერვლამდე შეუნარჩუნდეთ. დიდი ალბათობით მეხუთე რაუნდზე გაირკვევა, მოლაპარაკების კარი დაიხურება, თუ მხარეები კომპრომისული შეთანხმების მიღწევას შეძლებენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან