„აქამდე ამბად ნათქვამი“ Marneuli TV

05/31/2016
Municipality of Marneuli-ის მიერ

მარნეულის მუნიციპალიტეტის №6 საჯარო სკოლაში, დიდი ქართველი პოეტისა და მოაზროვნის, საქვეყნოდ ცნობილი პოემის „ვეფხისტყაოსნის“ შემქმნელის, შოთა რუსთაველის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ–მუსიკალური კომპოზიცია, სახელწოდებით – „აქამდე ამბად ნათქვამი“ გაიმართა.
ამავე სკოლის მოსწავლეებმა, ღონისძიების ფარგლებში გააცოცხლეს „ვეფხისტყაოსნის“ ეპიზოდები, გაიხსენეს პოეტის მოღვაწეობა, წაიკითხეს მისივე ნაშრომზე შექმნილი ლექსები და შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური ნომრები.
ლიტერატურულ საღამოზე მოწვეულნი იყვნენ პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის დეპუტატი ელისო ჩაფიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, ქალაქ მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ილია ჭიღლაძე, მარნეულის რაიონული პროკურორი გიორგი კაკულია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
სპეციალურად ამ დღისთვის საჯარო სკოლის ფოიეში გამოფენილი იქნა ამავე სკოლის მოსწავლეების მერ შექმნილი ხელოვნების ნაშრომები და სხვადასხვა დროს მიღწეული წარმატებების დამადასტურებელი დიპლომები და სიგელები.
ვრცლად იხილეთ: http://www.marneuli.gov.ge/…/1120-%E2...%…

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან