რა მოხდა მაშინ, როცა მოსემ ღმერთის ხილვა ისურვა !
და როცა მუსა მოვიდა ჩვენს დანიშნულ დროს, მისი ღმერთი დაელაპარაკა მას. უთხრა: ღმერთო ჩემო! გამომეცხადე, რათა გიხილო! მიუგო: შენ ვერასოდეს დამინახავ მე . მაგრამ გაიხედე მთისკენ . თუ ის თავის ადგილზე უძრავად დარჩა, მაშინ მიხილავ შენც! და როცა მთას გამოეცხადა ღმერთი მისი, მტვრად იქცა იგი. და მუსა უგონოდ დაეცა ძირს. როცა გონს მოვიდა, თქვა: დიდება შენდა! შენ გთხოვ შენდობას და პირველი ვარ მორწმუნეთაგან მე . 144 უთხრა : ჰეი, მუსა! უეჭველად, მე ჩემი უწყებანითა და ჩემი სიტყვებით შენ გამოგარჩიე კაცთაგან . მაშ, აიღე შენ რაც გიბოძე და იყავ მადლიერთაგანი! 145 და ჩვენ დავუწერეთ მას დაფებზე რჩევა-დარიგება ყველაფერზე და განმარტება ყველაფრისა. მაშ, გეჭიროს მყარად და უბრძანე შენს ხალხს საუკეთესოდ მისდიონ ამას! მე კი მალე გაჩვენებთ ცოდვილთა სამყოფელს. 146 ჩემი სასწაულებისგან განვაშორებ მათ, რომელნიც უსამართლოდ მედიდურობენ დედამიწაზე. და რომც იხილონ ყველა სასწაული, არ ირწმუნებენ მას და რომც დაინახონ გზა ჭეშმარიტი, არ აირჩევენ მას გზად. ხოლო თუ დაინახავენ მრუდე გზას, დაიდგენენ მას გზად. ეს იმისთვის, რომ ცრუდ შერაცხეს ჩვენი სასწაულები და იყვნენ მისადმი უსულგულო. 147 და რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები და შეხვედრა საიქიოსთან, ფუჭი იქმნა მათი საქმენი. განა საზღაურად რას მიიღებენ გარდა იმისა , რასაც აკეთებდნენ ეგენი ? (ყურანი სურა ეღრაფ 7/143-147) • შემოგვიერთდით ჯგუფში "მე მიყვარს ისლამი" facebook-ზე / memiqvarsislami odnoklassniki-ზე http://odnoklassniki.ru/group53046554... youtube-ზე / @user-hd8hv1ro1i
მე მიყვარს ისლამი-ის სხვა ვიდეოები
00:17
მათ ისე უყვართ ისინი, როგორც უნდა უყვარდეთ ალლაჰი
03:46:36
სურა მე-2 „ბაყარა“
02:36
ღმერთს შეიძლება ცხოველად გავეჩინეთ
02:01
რა უფლებები აქვთ ებრაელებს და ქრისტიანბეს ისლამში
01:13:41
წმ. მარიამი მე-8 ნაწილი
09:51
აბისინიაში გადახიზნული მუსლიმები და დღევანდელი სა...
05:54
მათ გამოქვაბულში 300 წელი ეძინათ....
09:16
მუსლიმებსა და ქაფირებს შორის პირველი ბრძოლა
მსგავსი ვიდეოები
№60 აკაკი ჯორჯაძე - უნდა გაიხსნას საიდუმლო, უნდა იცოდე ვინ ხ...
PKTV. უნდა გაიხსნას საიდუმლო, რომ იცოდე, ვინ ხარ შენ! - საუ...
PK TV2
როგორ უხმობენ ებუთში მოსახლეობას - უინტერნეტო სოფელი სვანეთი...
Mtisambebi / მთის ამბები
თოქშოუ სენტენცია - ლუთბია ხინიკაძე
ნუკრი კაკალაძე
პირველი ქრისტეშობა: Learn Georgian with subtitles - Story fo...
№49 აკაკი ჯორჯაძე - ნუ შეგეშინდება იმის თქმის, რომ მეორედ მო...
სტუმარი 3
ჯერ უფალი დანარჩენი მერე
სტუმარი 3
ჯერ უფალი დანარჩენი მერე