პირველი ქრისტეშობა: Learn Georgian with subtitles - Story for Children "BookBox.com"

05/30/2019

► Buy the book in English on Amazon(US): Paperback and Kindle https://amzn.to/2EkcMp4 Amazon(India) Kindle: https://amzn.to/2LxIwMu
______________________________________________________________________________
The star of Bethlehem recounts how the three Kings and some shepherds travel across the desert to meet baby Jesus.

პირველი ქრისტეშობა
ავტორები - ელიან პინეირო
მაურა ჰარლი
გახმოვანება - ზურაბ რეზესიძე
დეკემბრის თვე რომ ახლოვდება,
ბავშვები წარმოიდგენენ,
თუ რა მოხდა
პირველი შობის დღეს,
მაშინ,როცა ჯერ კიდევ
თოვლის პაპა არ არსებობდა.
მე ეს ამბავი კარგად ვიცი,
რადგან ამ ყველაფერს თვალს
მაღლიდან ვადევნებდი
ბნელ ცაზე,
24 დეკემბრის საღამოს,
ოჰ, რამდენი ხნის წინ!…
მე ბეთლემის ვარსკვლავი ვარ.
ანგელოზებმა მიბრძანეს,
მეკაშკაშა უფრო მეტად
ვიდრე ცის ყველა ვარსკვლავს
იმ ღამეს,
მთელი სამყაროსთვის მეუწყებინა,
რომ ყველასგან გამორჩეული ბავშვი
დაიბადა,
კეთილგანწყობისა და
მშვიდობის მოსაფენად.
ეს არის ქრისტეშობის ამბავი.
იმ ღამეს სიჩუმეს დაესადგურებინა,
სანამ თვალს ვადევნებდი სამ მეფეს,
აქლემებზე ამხედრებულს,
რომლებიც ნელი სვლით
მიუყვებოდნენ უდაბნოს.
ამის შემდეგ დავიწყე ელვარება,
როგორც ანგელოზებმა მიბრძანეს.
მეფეებმა შემნიშნეს
აღმოსავლეთის მხარეს.
მათ ვერ უარყვეს
ჩემი ბრწყინვალება.
შესაძლოა,
მათ იცოდნენ,
რომ კაშკაშა ვარსკვლავს
უნდა ეჩვენებინა გზა
ღვთის ძისკენ.
ღამის მოგზაურობის დროს
მეფეები შეხვდნენ მეცხვარეებს,
რომლებიც ფარას მწყემსავდნენ.
,,ჩვენ მივყვებით
იმ საოცრად
თვალწარმტაც ვარსკვლავს
აღმოსავლეთში,
რათა ვიპოვოთ ის ადგილი,
სადაც ძე ღვთისა
ახლახან დაიბადა“.
იმ ადგილიდან
ისინი ერთად დაიძრნენ
და მაკვირდებოდნენ მე -
ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს.
ბოლოს,
ისინი მიადგნენ
პატარა ქალაქს,
სახელად - ბეთლემს
და დაინახეს,
რომ ველვარებდი.
ირგვლივ ყველაფერი
გარინდებულიყო.
მათი ქარავანი შევიდა
ბაგაში,
რათა ეხილათ თივით სავსე
საქონლის საკვებურში
მწოლიარე ახალშობილი.
ჩვილის გვერდით იყვნენ
ღვთისმშობელი მარიამი
და იოსები.
იქვე იდგნენ
ფერმის სხვა ცხოველებიც.
მეფეებმა მიართვეს ის
ძვირფასი ძღვენი,
რომელსაც მთელი გზა
ეზიდებობდნენ
ჩვილი იესოსთვის:
ოქრო, გუნდრუკი და მური.
მწყემსებმა სალოცავად
მუხლი მოიყარეს;
ისინი მადლიერნი იყვნენ
იმ სიყვარულისა
და სისპეტაკისთვის,
რაც ჩვილმა მოიტანა.
იმ დღიდან ბევრმა ადამიანმა
გასცა ძღვენი.
მე ვფიქრობ,
სწორედ ამიტომაა, რომ
ქრისტეშობის დღესასწაულზე
მთელ მსოფლიოში ხალხი
გასცემს საჩუქრებს
სიყვარულისა
და იმედის ნიშნად.
ისინი ძალიან ცდილობენ,
გაახარონ
სხვები ისე,
როგორც იესო გასცემდა სიკეთეს
მთელი ცხოვრება.
ახლა კი
მსურს, გისურვოთ
საშობაო არდადეგები,
რომელიც ისეთივე
მბრწყინავი იქნება,
როგორც ბეთლემის ვარსკვლავი!

Translated by Anna Tchatchua and Narrated by Zurab Rezesidze for Add My Language, a volunteer driven activity at BookBox. To know more email: [email protected]
Author - Eliane Pinheiro \u0026 Maura Hurley
Illustrations: Emanuele Scanziani
Music: Holger Jetter
Animation: BookBox

FREE Apps for iPads \u0026 iPhones: http://www.bookbox.com/ios
FREE Apps for Android phones \u0026 tablets: http://www.bookbox.com/android
Many more stories, languages \u0026 multiple subtitle options: http://www.bookbox.com

#BookBox #BookBoxEnglish #Learn2Read