მონღოლები პირველად 1220 წელს გამოჩნდნენ საქართველოს საზღვრებთან. 1220-1221 წლებში სამჯერ შეებრძოლნენ ქართველებს, სამივეჯერ დაამარცხეს, მაგრამ უკანვე გაბრუნდნენ. 1235 წელს მონღოლები კვლავ მოვიდნენ საქართველოში. ქვეყნის მესვეურებმა ამჯერადაც ბრძოლის პასიური ტაქტიკა აირჩიეს. ცალკეულ მხარეთა გამგებლები და სახელმწიფო ვეზირები ჯერ ციხეებში შეიკეტნენ, შემდეგ კი, 1243 წელს მტერს დანებდნენ.
მეფე რუსუდანმა დასავლეთ ქრისტიანულ სახელმწიფოთაგან დახმარების მიღება სცადა და წერილით მიმართა რომის პაპს, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ ის დაპყრობლებს შეუთანხმდა და ცნო მონღოლთა ყაენის უზენაესობა. საქართველოს ყოველწლიურად 50 ათასი პერპერის გადახდა და მონღოლთა ლაშქრობაში მონაწილეობა დაეკისრა. რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, უმეფობის ხანაში (1245-1247 წწ.), მონღოლებმა საქართველო შვიდ ან რვა დუმნად დაყვეს. დუნისთავებად მონღოლებმა ქართველი ერისთავები დააყენეს. მათ დუმნის ტერიტორიაზე ხარკი უნდა აეკრიფათ და მონაწილეობა მიეღოთ დამპყრობელთა ლაშქრობებში.
ჩვენი სხვა პროექტები:
რუსულენოვანი YouTube არხი - / @vis_geo
არხის TikTok - https://www.tiktok.com/@important_his...