„ქალებს შეუძლიათ მართონ ქვეყანა"

03.12.2013 01:03

„ქალებს შეუძლიათ მართონ ქვეყანა,"- ამ სახელწოდების შეხვედრა დღეს თელავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გაიმართა. დისკუსიას ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის მონაწილეებმა ტრენინგზე ნასწავლი თეორიის გამოყენება პრაქტიკაშიც განახორციელეს. შეხვედრაზე პიარ - ტექნოლოგიებზე, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, ადვოკატირებასა და სხვადასხვა აქტუალურ თემებზე იმსჯელეს. ღონისძიება „მუნიციპალური მომსახურების ასოციაციის" ინიციატივით, „გაეროსა" და „სიდას" მხარდაჭერით განხორციელდა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1bHDmo0

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო