იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

28.04.2024 05:40

რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. პროექტის განხილვის დროს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში დაიშვებიან მხოლოდ მიწვეული პირები და აკრედიტებული მედია ჯგუფები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. დეპუტატებმა დღეს დოკუმენტზე მუხლობრივად უნდა იმსჯელონ. პარლამენტიდან თეონა მანაგაძე გვიერთდება - მოვიდნენ თუ არა დეპუტატები თუ გაკეთდა განცხადებები სხდომის დაწყებამდე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: