დეოლიგარქიზაციის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა


დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი და ოთხი კრიტერიუმი - დოკუმენტის მიხედვით, პირი, რომელიც სამ პუნქტს დააკმაყოფილებს, ოლიგარქად ჩაითვლება. პროექტი, ე.წ. უკრაინული მოდელის მიხედვით მომზადდა და ის „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. კრიტერიუმები კი ასე განისაზღვრა - პირი, რომელსაც 80 მილიონ დოლარზე მეტი აქვს, ასევე გავლენა აქვს პოლიტიკურ პარტიებსა და მედიაზე და ეწევა მონოპოლიურ საქმიანობას.

ოლიგარქად პირს აღიარებს პარლამენტი - უკრაინის შემთხვევაში, ეს უფლებამოსილება პრეზიდენტთან არსებულ საბჭოს აქვს. ოლიგარქად აღიარების შემდეგ კი მას კონკრეტული შეზღუდვები უწესდება.

ოპოზიცია ამ კანონპროექტს აბსურდულს უწოდებს და არ იზიარებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან