ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ შრომას ამ ვიდეორგოლში გაიცნობთ,თუმცა უფრო მოხიბლული დარჩებით თუ სოფელს თავდ ესტუმრებით
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შრომა- სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (შრომა, ვაკე, ზედუბანი, მოცვნარი, ორმეთი, ხრიალეთი). სოფელში არის საჯარო სკოლა, ბიბლიოთეკა
გეოგრაფია
მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 80 მ. ოზურგეთიდან 36 კმ., ურეკის რკინიგზის სადგურიდან 6 კმ. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,3 °C. სამხრეთიდან ესაზღვრება სოფელი ზემო ნატანები, ხოლო ჩრდილოეთიდან ხრიალეთი.
ისტორია
სოფელში იდგა მთავარანგელოზთა სახელობის ქვის ეკლესია. სწორედ ამის გამო დაერქვა სოფელსაც და სასოფლო საზოგადოებასაც მიქელგაბრიელი. ტაძრის აგება, ხალხური გადმოცემის მიხედვით, ბერ იესე ბოლქვაძეს უკავშირდება. მას აურჩევია მცირედ დასახლებული ადგილი და მდინარე სეფისწყლიდან ამოტანილი ქვებით აუშენებია სამლოცველო, შემდეგ კი ტაძრი. მრევლის მომრავლების კვალდაკვალ კი ხის მოზრდილი ტაძარი აუშენებიათ. მიქელგაბრიელის ეკლესიას დასავლეთით, დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე, მაღლობ ადგილებზე უნდა მდგარიყო კიდევ ერთი, სავარაუდოდ მაცხოვრის სახელობის ტაძარი. ამ მაღლობს „მაცხუარის ღელე“ ჩამოუდის, ხოლო ადგილს შემორჩა სახელწოდება „ნასაყდრალი“.
1863 წელს სოფელში თავადმა მიხეილ ნაკაშიძემ დააარსა სკოლა, რომელიც 8-9 წლის შემდეგ დაიხურა. 1883 წელს ნაკაშიძის შვილმა, მიხეილ ნაკაშიძემ კვლავ გახსნა ერთკლასიანი სკოლა, რომელიც 1892 წელს ორკლასიანად გადაკეთდა.[2] სკოლის პირველი მასწავლებელი იყო თეოფილე კალანდარიშვილი.1902 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა.[3] ამ დროისთვის მიქელგაბრიელის საზოგადოება მოიცავდა 5 სოფელს. საზოგადოებაში ცხოვრობდა 3391 ადამიანი.[4]1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული.[5] 1917 წელს სოფლის სკოლა გადაკეთდა ოთხკლასიან სკოლას, ხოლო 1923 წელს — შვიდწლიანად. 1939 წელს გაიხსნა საშუალო სკოლა.[6]
საბჭოთა პერიოდში შრომაში მოჰყავდათ ჩაი. 1927-ში ჩაის ფართობი 100 ჰექტარამდე იყო, 1935-ში კი უკვე 1000 ჰექტარზე მეტი იყო. 1933 წელს აშენდა აშენდა შრომის ჩაის ფაბრიკა.[7] 1950-იანებში აშენდა 800 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი. შრომის ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობა რაიონში ყველაზე მდიდარი იყო ნატანების შემდეგ.[8]1956 წელს აშენდა ადმინისტრაციული შენობა.[9] 1978 წლის 17 ნოემბერს სოფლის ცენტრში გაიხსნა საბრძოლო დიდებისა და მეგობრობის მემორიალი ტანკის სახით. ტანკი შრომელებმა დიდი სამამულო ომის წლებში შეიძინეს ფრონტისთვის. მოქმედებდა გენიჩესკელ კოლმეურნეებთან მეგობრობის მუზეუმი.
(https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%...)
გამოიწერეთ ჩვენი არხი და გაიგეთ პირველმა რა ხდება გურიაში!