რუსეთის 1 359-მა მოქალაქემ საქართველოში ტურები გააუქმა
ივლისის თვეში, ორგანიზებული ტურები საქართველოში რუსეთის 4 183 მოქალაქეს ჰქონდა შეძენილი. მათგან 1 359-მა პირმა ტურები გააუქმა და კომპენსაცია მიიღო, 2 854 ტურისტმა კი მოგზაურობა სხვა მიმართულებით გადაცვალა. შესაბამის მონაცემებს რუსული მედია „როსტურიზმზე“ დაყრდნობით ავრცელებს. მათი განცხადებით, ყველა რუსი ტურისტი, რომელსაც ორგანიზებული ტურის ვადა რვა ივლისის შემდეგ ეწურებოდა, რუსეთში დაბრუნდა. „როსტურიზმი“ აღნიშნავს, რომ ყველა ავიაკომპანიამ ბილეთების თანხა სრულად აანაზღაურა. გამონაკლისს „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოადგენს, რომელიც ბილეთების დაბრუნების განაცხადს 90-დღიან განხილვის ვადით ითხოვს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა დროებით შეწყდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„არანაირი კავშირი სიჩუმესა და მშვიდობას შორის არ არის, ფრონ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ევროკომისია რუსეთის ბირთვულ სექტორსა და მის წარმომადგენლებს...
TV IMEDI
რუსეთის მოთხოვნა
TV IMEDI
თუკი ვინმე საუბრობდა არჩევნების საჭიროებაზე, ეს იყო ერთ-ერთი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
„პუტინის რეჟიმისთვის რაიმე სახის ხელშეწყობა იმ ტიპის დანაშაუ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ჯო ბაიდენის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის პრეზიდენტის განცხადება - ომის 104-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster