კულინარიული ტურიზმი საქართველოში


კულინარიული ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტროტურებს განაგრძობს. „აღმოაჩინე ის, რაც შენია - აღმოაჩინე ქართული გასტრონომია“– ამ პროექტის ფარგლებში, გასტროტური კახეთში მოეწყო. ტურში შეფმზარეულები, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები და ფოტოგრაფები მონაწილეობდნენ. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები ხაშმს, კარდენახს, სიღნაღს, ტიბაანს და ველისციხეს ესტუმრნენ, სადაც შეფმზარეულები მასპინძლებს კერძების მომზადებაში დაეხმარნენ და ადგილობრივ რეცეპტებს გაეცნენ. პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან