ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება

11.03.2022 01:08

უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთი მოხალისეების ჩართვის გადაწყვეტილებას იღებს. ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს  წევრებთან ონლაინშეხვედრაზე არაღიარებული „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების “ მეომრებისთვის იარაღის მიწოდებაც განიხილა. თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რუსეთის დასავლეთ საზღვართან ნატო-ს ძალების მობილიზების გაძლიერებაზე გააკეთა აქცენტი და პრეზიდენტს რეაგირებისკენ მოუწოდა. საკითხთან დაკავშირებით, პუტინმა შესაბამის უწყებას ცალკე ანგარიშის მომზადება დაავალა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub