ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი


რუსეთის პროვოკაციული როტორიკის ფონზე დღეს კიდევ ერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსმა გაიცნო ადამიანი, რომელიც მცოცავი ოკუპაციის გამო უმძიმეს პირობებში აღმოჩნდა.

მავთულხლართების გავლების შემდეგ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი დათა ვანიშვილის ისტორია ამჯერად ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა მოისმინა. 88 წლის ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად მუქარის და შიშის ქვეშ ცხოვრობს და შვილსაც ვერ ნახულობს, დღეს მედლინ მუნი პირადად დაჰპირდა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა საოკუპაციო ზოლში არსებული ვითარება უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი.

ოკუპაციის პრობლემებზე საუბარი თბილისში გაგრძელდა. ხელისუფლების პირველი პირების გარდა ბრიტანელი პოლიტიკოსი არასამთავრობო სექტორსაც შეხვდა, რა დროსაც განცხადებები მოახლოებულ არჩევნებზე და საარჩევნო სისტემაზეც გაკეთდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან