ფინანსური აუდიტის დასკვნა

11.01.2020 01:05

560 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტების ვადის გასვლის შესახებ ფინანსური აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი.  დოკუმენტში აღნიშნულ თემაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებაა მოყვანილი. მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითად მიზეზად 2017 წლის ივლისიდან ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებული მომართვიანობა სახელდება. „ასევე, პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე, 2015 წელს, ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო „სოფოსბუვირი“, რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით, ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − „ჰარვონი“, რომლის მიხედვით, შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების მოხმარება. ასევე, სააგენტოს განმარტებით, „არსებობს პაციენტების მხრიდან მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან მათი გარდაცვალების ფაქტები“, – წერია ანგარიშში. აუდიტის სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, განხორციელდეს ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო სისტემის სრულყოფა, რათა შესაძლებელი იყოს შიდა გადაცემებისა და ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიღება სამედიცინო დაწესებულებების დონეზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ამირან გამყრელიძის განცხადება
02:35

ამირან გამყრელიძის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აუდიტის დასკვნა საზოგადოებრივ მაუწყებელზე
02:18

აუდიტის დასკვნა საზოგადოებრივ მაუწყებელზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აუდიტის დასკვნა - დარღვევები ელექტროსისტემაში
03:53

აუდიტის დასკვნა - დარღვევები ელექტროსისტემაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საერთაშორისო აუდიტის დადებითი დასკვნა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2023 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე
03:04

საერთაშორისო აუდიტის დადებითი დასკვნა საზოგადოებრივი მაუწყებ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დასკვნა   საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახე I არხი
01:30

დასკვნა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის...

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

დასკვნა   საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახე ტვ პირველი
00:50

დასკვნა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის...

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ბიუჯეტის პროექტის განხილვა
00:50

ბიუჯეტის პროექტის განხილვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამები
58:17

სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამები

Finedu

ყველა ვიდეო