ფინანსური აუდიტის დასკვნა


560 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტების ვადის გასვლის შესახებ ფინანსური აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი.  დოკუმენტში აღნიშნულ თემაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებაა მოყვანილი. მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითად მიზეზად 2017 წლის ივლისიდან ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებული მომართვიანობა სახელდება. „ასევე, პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე, 2015 წელს, ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო „სოფოსბუვირი“, რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით, ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან კომბინაციით.

2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − „ჰარვონი“, რომლის მიხედვით, შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების მოხმარება.

ასევე, სააგენტოს განმარტებით, „არსებობს პაციენტების მხრიდან მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან მათი გარდაცვალების ფაქტები“, – წერია ანგარიშში. აუდიტის სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, განხორციელდეს ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო სისტემის სრულყოფა, რათა შესაძლებელი იყოს შიდა გადაცემებისა და ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიღება სამედიცინო დაწესებულებების დონეზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან