უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში, სამხრეთის მიმართულებით 201 რუსი ოკუპანტი, საბრძოლო მასალების ექვსი საცავი და ათეულობით ერთეული ტექნიკა გაანადგურეს. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იტყობინება. ამასთან, ბრიტანული დაზვერვის ცნობით, 31 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობდნენ სამხრეთით შეტევით ოპერაციებს. თავის მხრივ, რუსული ძალები განაგრძობენ უკრაინული ქალაქების დაბომბვას. ღამისა და დილის განმავლობაში, გრადებით დაიბომბა დნეპროპეტროვსკის ოლქი, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ერთი სასწავლებელი. დაშავებულია ერთი ადამიანი. ასევე დაიბომბა ნიკოლაევი. უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტები დილიდან ინტენსიურად ისროდნენ ენერგოდარის მიმართულებით, რომლის მახლობლადაც მდებარეობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ მტრის ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებაზე, ასევე ლუგანსკის, ხერსონის, ხარკოვის,ზაპოროჟიეს და მიკოლაივის ოლქებში დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.