სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატების მოსმენა


ვინ იქნება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოსთვის პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ ორ კანდიდატს მოუსმინეს. ორივე მოქმედი პროკურორია - ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე. სპეციალური საგამოძიებო სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად დამოუკიდებელ ორგანოდ ყალიბდება. ახალ ხელმძღვანელს პარლამენტი ხმათა უმრავლესობით ექვსი წლის ვადით აირჩევს. საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა. ოპოზიცია მმართველ გუნდს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებისა და ახალი სტრუქტურების ხელმძღვანელების შერჩევის პროცესის გამო აკრიტიკებს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება უწყების ყოფილ ხელმძღვანელს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

როგორ წარიმართა გასაუბრების დღევანდელი პროცესი პარლამენტში, - გიორგი კობერიძე მუშაობს საკანონმდებლო ორგანოში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან