დაშავებული მცირეწლოვნის მდგომარეობა


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი მცირეწლოვანი დაკბინა. 5 წლის და 2 წლის ბავშვებს, რომლებიც ძმები არიან, თავს ქუჩის ძაღლი დაესხა. რთული მდგომარეობის გამო, უმცროსი ბიჭი რეანომობილით თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. კლინიკის დირექტორის განცხადებით, მცირეწლოვანი რეანიმაციაშია მოთავსებული და მდგომარეობა მძიმედ ფასდება, თუმცა, ექიმის შეფასებით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან