აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი ბრიუსელში


საქართველო ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში.
სამიტამდე ორი დღით ადრე ბრიუსელში მყოფი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბოლო მოლაპარაკებებს მართავენ და ლიდერების შეხვედრის წინ პოზიციებს ათანხმებენ. 14-15 დეკემბერს ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გაფართოებაზე გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით უნდა მიიღოს და გადაწყვიტოს, იწყებს თუ არა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან და ანიჭებს თუ არა კანდიდატის სტატუსს საქართველოს, რაც ევროკომისიის რეკომენდაციაა. აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილები ისმის. ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის სტატუსის მიცემის მომხრეები არიან, თუმცა მიუთითებენ დარჩენილ სამუშაოებზეც. დილემაა უნგრეთის პოზიციის სახით. ევროპელი ლიდერები ცდილობენ, გადაარწმუნონ უნგრეთის ხელისუფლება, რომელიც უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების კატეგორიული წინააღმდეგია. ევროკავშირის ლიდერები უკრაინის საკითხზე უნგრეთის ვეტოს არ ეთანხმებიან და ოფიციალურ ბუდაპეშტს ამ გადაწყვეტილებით მოსალოდნელ საფრთხეებზე მიანიშნებენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან