ახალი 2 | პრემიერი ჭიათურაში | 27.09.12

27.09.2012 01:10

ჭიათურის სოფელ ხალიფაურის მოსახლეობა პრემიერ-მინისტრს უკმაყოფილო დახვდა. ორი კვირის წინ სეტყვით დაზარალებლმა ხალიფაურელებმა ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა. ვანო მერაბიშვილი მათ კომპენსაციის სახით კახურ ღვინოს დაჰპირდა. პრემიერთან ერთად სოფელში თბილისის მერი გიგი უგულავა, პარლამენტის ვიცესპიკერი გიგი წერეთელი და „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი ჩიკვილაძე მივიდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხალიფაურიდან მღვიმევის მაღაროში გადაინაცვლეს და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდნენ. პრემიერის განცხადებით, მთავრობა მალე მოამზადებს კანონს, რომლის თანახმადაც, მაღაროელთა კვების ხარჯები საშემოსავლო გადასახადით აღარ დაიბეგრება. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube

გაზიარება: