ახალი 2 | ნაციონალები ამბროლაურში | 27.09.12

09/27/2012
GeoArchive-ის მიერ

მმართველი გუნდის შეხვედრა ამბროლაურში. შეხვედრაზე მოსახლეობა ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და ტყიბულის რაიონების სოფლებიდან ჩაიყვანეს. შეხვედრა მხარის ყოფილმა რწმუნებულმა დავით გაგოშიძემ გახსნა და საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც მიმართა და აღნიშნა, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ სურს არჩევნებში ისეთი გამარჯვება, რომელიც ქვეყანას დააზარალებს. მან შეხვედრის მონაწილეებს ასევე აცნობა, რომ ოთხი წლის შემდეგ ყველა ოჯახი უკეთესად იცხოვრებს. შეკრებაზე პრემიერი ვანო მერაბშვილიც გამოვიდა. მისი განცხადებით, ამბროლაური და საქართველოს სხვა ქალაქები ისეთივე დიდი უნდა გახდეს, როგორიც თბილისია. გუშინვე დავით ბაქრაძემ ამბროლაურში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გახსნა. მან მეცხრე არხთან კომენტარი პატიმრების წამების შესახებაც გააკეთა.
http://tv9.ge
http://tv9.ge/live
http://tv9.ge/twitter
http://tv9.ge/scribd
http://tv9.ge/facebook
http://tv9.ge/youtube