პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში


უკრაინაში ომი, ახალი თავდაცვის კოდექსი, ანაკლიის პორტი და ევროპის მასშტაბით საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეჯამება -  ძირითადად ამ თემებზე სასაუბროდ გამოიყენეს პარლამენტის სხდომაზე პოლიტიკური დებატებისთვის განკუთვნილი დრო დეპუტატებმა. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ომში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიყო, რის შემდეგაც, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს და საპარლამენტო ტრიბუნა ურთიერთბრალდებებისთვის გამოიყენეს. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომაზე უკრაინის საკითხზე მისი პარტიის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის მიღება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში რუსეთის შეჭრა და უკრაინაში ომი უკრაინელი ხალხის მიმართ გენოციდად ფასდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან