კორონავირუსი​ - ეპიდემიური ვითარება საქართველოში


საქართველოში კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 35 560 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 24 ათასზე მეტი ანტიგენის სწრაფი ტესტი. განიკურნა კიდევ 219 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,34 პროცენტია.

რაც შეეხება საერთო სურათს პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 280 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 271 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 3 746 კი გარდაიცვალა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან