შეზღუდვების შემსუბუქება სამშენებლო სექტორისთვის

04.05.2020 05:47

თითქმის თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, სამშენებლო ბიზნესი ხვალიდან მუშაობას განაახლებს. ექვსეტაპიანი სქემიდან, მეორე ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა შეეხო სამშენებლო ბიზნესს, ავტოსამრეცხაოებს, ასევე ავტომომსახურების ცენტრებს. უფრო კონკრეტულად - მუშაობის უფლება აქვთ სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს, სამშენებლო-საზედამხედველო ფირმებს და იმ დაწესებულებებს, რომლებიც სამშენებლო-სარემონტო საქმიანობით არიან დაკავებულები. თუმცა რეალიზაციასთან დაკავშირებული შეზღუდვა ისევ ძალაში რჩება. ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს 20 000-მდე ბიზნეს-სუბიექტი, თუმცა პერიოდულად ყველა კომპანიას შრომის ინსპექცია შეამოწმებს იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის დაცული კოვიდ 19-ის გავრცელების შესაჩერებლად შემუშავებული უსაფრთხოების პროტოკოლი.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: