მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს

25.07.2019 01:29

მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა. სამართალდამცველების თქმით, აღნიშნულ ადგილზე სამუშაოები იგეგმება. კარვის გაშლაზე აკრძალვაც სწორედ აღნიშნულ პროცესს უკავშირდება. მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი უფლებების დარღვევაზე საუბრობს. პარალელურად განმარტებას აკეთებენ თბილისის მერიაში. ვიცე-მერის თქმით, რუსთაველის გამზირზე, შესაძლოა, დროდადრო სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს, თუმცა სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არცერთ მოქალაქეს არ შეეზღუდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: