„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ


„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ამჯერად კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობა ტოვებს. რაც შეეხება კასპის საკრებულოს, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის“ რვა დეპუტატიდან ექვსმა დატოვა. მათი განცხადებით, პარტიის დატოვების მიზეზი ახალი მენეჯმენტის მიერ შეუსრულებელი დაპირებების ფონზე, პარტიის დასუსტებაა. გიორგი შარიფაშვილის განმარტებით, ისინი მანდატებს არ დატოვებენ და გააგრძელებენ ოპოზიციურ საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით და ახალი ფრაქციის სახელით, ნიკა მელიას გუნდთან ერთად.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობა“ ხობის, ბათუმის, ზუგდიდისა და ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. ბოლო 3 დღის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობიდან“ 60-მდე წევრი გავიდა. ნიკა მელიას ფლანგი მიიჩნევს, რომ პარტიიდან კადრების გადინება მოქმედი მენეჯმენტის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების შედეგია. მოქმედი მენეჯმენტის განცხადებით კი, საბოლოოდ მათი გუნდი ამ პროცესიდან გამარჯვებული გამოვა. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციურ პარტიას პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან