ევრაზიული კავშირის ბიზნეს-ფორუმი

19.10.2018 01:30

თბილისში ევრაზიული კავშირის ორგანიზებით ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს.
რუსეთის,სომხეთისა და ყაზახეთის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ქართველ მეწარმეებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ფორუმის ჩამონათვალში 200-ზე მეტი კომპანიაა მითითებული, თუმცა ნაწილი ღონისძიებას არ ესწრება.
ფორუმის პარალელურად გაიმართა აქცია-პერფორმანსი. მოძრაობის, - „რუსეთი ოკუპანტია", - წევრებმა რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიები შეახსენეს და აღნიშნეს, რომ უარს ეუბნებიან კრემლის მცდელობას, მსგავსი ფორუმებით საქართველო დააბრუნოს საბჭოთა კავშირში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine