უძრავი ქონების შეძენის კუთხით ყველაზე მოთხოვნადი უბანი საბურთალოა

26.11.2014 03:42

26.11.14, "მაესტრო", გადაცემა "საქმიანი დილა": „ეისითის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მომავალი 1-2 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონების შეძენას თბილისის მოსახლეობის 16% გეგმავს. საგულისხმოა, რომ ამ მხრივ შედარებით უფრო მოთხოვნადი სწორედ საცხოვრებელი ფართის - კორპუსის ბინის ან კერძო სახლის შეძენაა. უძრავი ქონების პოტენციურ მყიდველებს ძირითადად წარმოადგენენ 25-44 წლის დაოჯახებული მამაკაცები, რომლებიც დასაქმებულები არიან, როგორც დაქირავებული მუშაკები და რომელთა შემოსავალი აღემატება 500 ლარს. კვლევის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე http://bit.ly/1vhH8vE

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო