ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტი - პოლიტიკური შეფასებები


არჩევნებამდე ათი დღით ადრე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის კოალიციური ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობას წარადგინა. გაერთიანება ექვსი პარტიისგან დაკომპლექტდა. კოალიციური გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ დაასახელა. მერად არჩევის შემთხვევაში, მერის მოადგილეების თანამდებობებს მამუკა ხაზარაძე, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და ირაკლი აბესაძე დაიკავებენ, ნიკა მელია კი, როგორც თავად ამბობს, გამარჯვების შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ რიგით წევრად დარჩება.


ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობას ეხმაურებიან პოლიტიკოსები. შეფასებებს სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან