გასაუბრება გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან


გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. სხდომა საპროკურორო საბჭოში მიმდინარეობს. ისევე როგორც წინა დღეებში,  დღესაც ორ კანდიდატს მოუსმენენ. კითხვებს ამ წუთებში დარიკო თორდია პასუხობს, მოგვიანებით კი, ვალერი კვანტალიანს გაესაუბრებიან. რეგისტრირებულია სულ 16 მსურველი – მათგან ერთ-ერთი  ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეა. 

ფარული კენჭისყრით ჯერ სამი კანდიდატი შეირჩევა, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად ერთი მათგანი წარედგინება. პარლამენტი ახალ პროკურორს, ხმათა უმრავლესობით შეარჩევს. გასაუბრების  პროცესს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან