პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო საქმიანობა შეაჯამა

28.12.2019 01:15

საკანონმდებლო ორგანომ წელს საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, ცამეტ მინისტრს მოუსმინა და 400-ზე მეტი კანონპროექტი დაამტკიცა. საკანონმდებლო საქმიანობა პარლამენტის თავმჯდომარემ შეაჯამა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას დეტალურ ანგარიშს წარუდგენს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდა ათობით კანონი. მიღებულია ახალი რეგლამენტი, „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონები. პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციის საქმიანობასაც აფასებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია ბევრად უფრო აქტიური იყო, ვიდრე წინა წლების განმავლობაში. პარლამენტმა საშემოდგომო სესია გასულ კვირაში დახურა. საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას თებერვალში საგაზაფხულო სესიის ფორმატში განაახლებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: