დღის რიცხვი გახლავთ 22.8
ამ კვირაში გაგანებივრეთ საინვესტიციო რეკომენდაციებით და მოდი, კვირასაც იგივეთი დავხურავ. ამ შესაძლებლობისთვის მადლობას ვუხდი აისეტს და კონკრეტულად ოლღა აზგიბეცევას, რომელმაც რამდენიმე კვლევის შეჯერებით საკმაოდ საინტერესო მაჩვენებელი დადო. ამჯერად ყურადღების ცენტრში ქალაქი ბათუმი აღმოჩნდა.
თავიდან დავიწყებ, მოგეხსენებათ საქართველო პოპულარული ტურისტული ადგილი გახდა – 2016 წელს უკვე 6.3 მილიონ ტურისტს ვუმასპინძლეთ. მაისში, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. რა თქმა უნდა, ქვეყნის ძირითად სასაზღვრე პუნქტად კვლავ თბილისის აეროპორტი რჩება, თუმცა მაისში ბათუმის აეროპორტმა გაუსწრო ქუთაისის აეროპორტს, რომელიც დაბალფასიანი ფრენებითაა პოპულარული – ბათუმის აეროპორტში ჩამომსვლელების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.
ბათუმში საინვესტიციო შესაძლებელობების შესასწავლად შეფასდა ბათუმში საცხოვრებელ სახლზე უკუგების დაახლოებითი მაჩვენებელი. შეჯერდა მონაცემები საცხოვრებელ სახლების ფასებზე სხვადასხვა სეზონზე და სხვადასხვა კვირის დღეებში და ეკონომ-კლასის ტურისტული საცხოვრებლების დატვირთვის მაჩვენებელი „კოლიერს ინტერნეშენალის“ ანგარიშიდან.
აქედან იღებს სათავეს ჩვენი დღის რიცხვი 22.8. ასეთია საცხოვრებელი ფართის უკუგება ბათუმში: თუ შეიძენთ 50 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართს, რომლის ფასია 720 აშშ დოლარი კვადრატულ მეტრზე (ანუ სულ 36 000 აშშ დოლარი) და გააქირავებთ 65-80 დოლარად ღამეში, ასევე იმ დათქმით, რომ წლის განმავლობაში თქვენი ფართი დატვირთული იქნება 33%-ით, მიიღებთ წლიურ 22.8%-იან უკუგებას.
22.8% მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია ევროპასთან შედარებით, სადაც უკუგება საშუალოდ 10%-ია. საქართველოს დედაქალაქში, თბილისშიც საცხოვრებელ ფართზე წლიური უკუგება საშუალოდ 10%-ია.
ასეთი მაღალი უკუგება მიმზიდველია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბათუმი სეზონზე საკმაოდ პოპულარული ტურისტული ადგილია მეზობელი აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის, უკრაინისა და რუსეთისთვის, გასაკვირი არ იქნება, თუ აღმოვაჩენთ, რომ უძრავ ქონებას სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენლები ყიდულობენ. ჩვენც გავითვალისწინოთ ეს რიცხვი. მაგალითად, თუ თქვენ განიზრახავთ ფულის შენახვის მიზნით იგი ანაბარზე შეიტანოთ, ამ ანაბრიდან სარგებელიც უკეთს შემთხვევაში დაახლოებით 10% იქნება წლიურად. ბათუმში უძრავ ქონებაში ჭკვიანურად დაბანდების შემთხვევაში კი თქვენ ორჯერ მეტს მიიღებთ და სახლიც შეგრჩებათ საქართველოს ერთერთ ყველაზე სწრაფად მზარდ საკურორტო ქალაქში.
#დღისრიცხვი
შოთა დიღმელაშვილი
საქმიანი დილა
19/06/2017