ერლომ ახვლედიანის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო
26 ნოემბერს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა ერლომ ახვლედიანის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე და სამინისტროს ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2013 წლიდან მოლაპარაკებებს აწარმოებს უმსხვილეს ფრანგულ გამომცემლობა Galimard-თან ერლომ ახვლედიანის რომანის "კოღო ქალაქში" ფრანგულ ენაზე გამოცემასთან დაკავშირებით (ფრანგული თარგმანი დააფინანსა კულტურის სამინისტრომ და მომზადდა რ. თურნავას და ი. რიბადოს მიერ 2013 წელს). 2014 წელს იგეგმება ერლომ ახველდიანის "ვანო და ნიკო"-ს აშშ-ში გამოცემა. ერლომ ახვლედიანის ბიოგრაფიით, ბიბლიოგრაფიით და მისი თარგმნილი რომანის ფრაგმენტით იწყება კულტურის სამინისტროს მიერ საერთაშორისო წიგნის ბაზრობებისთვის (ლონდონი, ფრანკფურტი, ლაიფციგი) მომზადებული სპეციალური კატალოგი. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ერლომ ახვლედიანის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო
culturegovge culturegovge
"ტრაექტორია" 03.12.2013
Artareatv
ერლომ ახვლედიანის 80 წლის იუბილე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერლომ ახვლედიანის 80 წლის იუბილე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი მოგონებები - ერლომ ახვლედიანი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერლომ ახვლედიანის „კოღო ქალაქში“ - ონლაინ მოგზაურობა ლიტერატ...
ეროვნული იმპერატივი
ერლომ ახვლედიანის არქივი
TV3
#დღისკოდი ერლომ ახვლედიანის ფილმოგრაფია - სტუმარი: მერაბ კოკ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster