გრატიაშვილის საქმე
თამაზ გრატიაშვილის სიცოცხლის დასაცავად, საია გენერალურ პროკურატურას დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენებისკენ და შესაძლო ზეწოლის ფაქტზე დაწყებული გამოძიების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დაქვემდებარებისკენ მოუწოდებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ რვა ივლისს თამაზ გრატიაშვილს, საცხოვრებელ სახლთან ორი უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა და გააფრთხლება მისცა, რასაც გრატიაშვილი მიმდინარე გამოძიებას უკავშირებს. საია-ში ამბობენ, რომ თამაზ გრატიაშვილი დაზარალებულად ცნობილი ამ დრომდე არ არის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს. რაც შეეხება გრატიაშვილის დაზარალებულად ცნობას და მის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებას, ამ ნაწილში განცხადება საქართველოს პროკურატურაში გადაიგზავნა, რადგან ეს საკითხები სწორედ პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ცხრა ივნისს, ფოთში ადმინისტრაციული წესით დააკავეს სოფელ ჭალადიდში მცხოვრები თამაზ გრატიაშვილი. დაკავებულის განმარტებით, პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და აიძულეს, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი ეღიარებინა. სასამართლომ მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი გრატიაშვილის რესურსები ისტორიაში
ისწავლე ისტორია იოლად
ერეკლე გრატიაშვილი ჰემოროიდული დაავადებების შესახებ
Chichua Medical Center Mzera
პროქტოლოგი ერეკლე გრატიაშვილი - საუბრობს პროქტოლოგიური დაავა...
Tsamali.ge
#პირადიექიმი კიბო თუ ჰემოროიდული დაავადება #LIVE
Diamante ქეთი გრატიაშვილი (კლიპი)
David BarOfficial
პროქტოლოგი ერეკლე გრატიაშვილი გირჩევთ
Tsamali.ge
ექიმ ელისაბედ (ლიზი) კუჭავას სტუმარია პროქტოლოგი ერეკლე გრატ...
ip group
ბუნების კანონი-უხერხემლოების კვლევა
Ajara TV