ბესარიონ თედიაშვილმა ცესკო-ში განცხადება შეიტანა


საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით გოლფის ფედერაციის პრეზიდენტი ერთვება. ბესარიონ თედიაშვილმა განაცხადი დღეს შეიტანა. ცესკო-ში ის მეუღლესთან და საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად მივიდა. ბესარიონ თედიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებისთვის სავალდებულო 25 ათასი ხელმოწერის შეგროვებას და აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ხვალიდან დაიწყებს. ამ დროისთვის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 სუბიექტს აქვს წარდგენილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან