#ნაშუადღევს ნინო გაბელიას ინტერვიუ გურამ თუშიშვილთან

27.09.2018 06:45

ბაქოში დასრულებული ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა ქართველმა სპორტსმენებმა სამშობლოში სამი მედალი – ოქრო (გურამ თუშიშვილი), ვერცხლი (ვარლამ ლიპარტელიანი) და ბრინჯაო (ამირან პაპინაშვილი) ჩამოიტანეს. პირველი არხის ჟურნალისტმა ნინო გაბელიამ ოქროსმედალოსან გურამ თუშიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. ქართველი ჩემპიონის თქმით, ის ყველა ბრძოლას ტაქტიკურად მიუდგა და სწორედ ამან ითამაშა დიდი როლი გამარჯვებაში. „რა თქმა უნდა, ყველა მეტოქე კარგად მყავდა შესწავლილი. ამას გარდა, ფიზიკურად კარგად ვიყავი მომზადებული და უფრო ტაქტიკურად მიმყავდა ბრძოლები. ასევე, კარგად მყავდა შესწავლილი უშანგი კოკაური, რომელსაც ფინალში შევხვდი, რადგან მასთან ხშირად მიჭიდავია სხვადასხვა ტურნირზე. საბოლოოდ, სწორედ იმ ილეთით დავამარცხე, რომელიც წინასწარ მქონდა დაგეგმილი. ყველა სპორტსმენის ოცნებაა მსოფლიო ჩემპიონობა და ბუნებრივია, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. შარშან ძალიან გულდასაწყვეტი ბრძოლა წავაგე ტედი რინერთან, ამიტომ წელს უფრო მოტივირებული ვიყავი. მაშინ რინერმა, ბრძოლის დასრულების შემდეგ, ხელი ამიწია, რაც ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო, როგორც დამწყები სპორტსმენისთვის“, – ამბობს გურამ თუშიშვილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

#ნაშუადღევს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა
08:30

#ნაშუადღევს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ნაშუადღევს ნინო ჩუბინიშვილის გამოფენა, რომელიც მიხეილ კობახიძეს ეძღვნება
08:32

#ნაშუადღევს ნინო ჩუბინიშვილის გამოფენა, რომელიც მიხეილ კობახ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ნაშუადღევს  ნინო კირვალიძის ემოციების სამყარო
04:53

#ნაშუადღევს  ნინო კირვალიძის ემოციების სამყარო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ნაშუადღევს  ნინო ებრალიძის ახდენილი ოცნება
05:00

#ნაშუადღევს ნინო ებრალიძის ახდენილი ოცნება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ნაშუადღევს დემოკრატიის ლაბორატორია  ნინო ბოჯგუა
11:50

#ნაშუადღევს დემოკრატიის ლაბორატორია ნინო ბოჯგუა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ნაშუადღევს რა არის აკნე და როგორ ვუმკურნალოთ მას
13:23

#ნაშუადღევს რა არის აკნე და როგორ ვუმკურნალოთ მას

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ნაშუადღევს #ქალებისქისა მეწარმე ქალი გურიიდან, 20-წლიანი შრომის ისტორია და  წარმატებული ბიზნესი
11:04

#ნაშუადღევს #ქალებისქისა მეწარმე ქალი გურიიდან, 20-წლიანი შრ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მუსიკა#ნაშუადღევს „რაჭული ოლილაო“- კლიპის პრეზენტაცია
17:10

მუსიკა#ნაშუადღევს „რაჭული ოლილაო“- კლიპის პრეზენტაცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო