ქართველი მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს


თბილისში საზოგადოებამ დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილა ქალაქ ირპენში 18 მარტს დაღუპული დავით რატიანი და გიორგი ბერიაშვილი. რუსეთის საოკუპაციო ძალებთან უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეები მშობლიურ მიწას სამხედრო პატივით მიაბარეს. დაკრძალვამდე დავით რატიანის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ტაძარში, გიორგი ბერიაშვილის კი თემქაზე, მარიამ ეგვიპტელის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას ოჯახის წევრებთან ერთად, პატივი მიაგეს საზოგადოების წევრებმა და პოლიტიკოსებმა. პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვიც.

გიორგი ბერიაშვილი და დავით რატიანი სამშობლოში 24 მარტს ჩამოასვენეს. რუსული საოკუპაციო ძალების ალყაში მყოფ ქალაქ მარიუპოლში რჩება კიდევ ერთი დაღუპული ქართველი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას ცხედარი. მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, მისი გადმოსვენება ვერ ხერხდება. ის 19 მარტს დაიღუპა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან