პარლამენტმა პრეზიდენტის მორიგი ვეტო დაძლია

19.03.2024 07:04

პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია. პროცედურამ ოპოზიციის მწვავე პროტესტის ფონზე ჩაიარა.  სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების ჩაგდებას ხელისუფლების ოპონენტები ცესკო-ს დამორჩილებად აცხადებენ. ჩიხიდან გამოსვლა თუ საარჩევნო ადმინისტრაციაზე პოლიტიკური გავლენების მოპოვება - მმართველი გუნდის მიერ მომზადებული სადავო კანონი პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი თემა ხდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და პროფესიული წევრების ასარჩევად ს შემცირება და მოადგილის ოპოზიციური კვოტის გაუქმება - ეს საარჩევნო კოდექსში შესული ორი მთავარი სადავო ცვლილებაა. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ვენეციის კომისიის დასკვნის და ევროკომისიის რეკომენდაციის იგნორირებაში ადანაშაულებს. ერთპარტიული ცესკო-ს ფორმირების ბრალდების პასუხად მმართველი პარტიიდან ოპონენტებს ახსენებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში რვა პარტიაა წარმოდგენილი.  ვეტოს დაძლევა და კანონპროექტის თავდაპირველი რედაქციით მიღება ნიშნავს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის ხუთი წლით არჩევა უბრალო უმრავლესობითაც იქნება შესაძლებელი. თათია მაყაშვილი ადევნებდა თვალს ხმაურიან პროცესს, რომელიც ვეტოს დაძლევით დასრულდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ზურაბიშვილის ვეტო - უმრავლესობა მის დასაძლევად ემზადება
06:12

ზურაბიშვილის ვეტო - უმრავლესობა მის დასაძლევად ემზადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პირველი სტუდია - პრეზიდენტის პირველი ვეტო; კორუფციასთან ბრძოლა თუ მორიგი პოლიტიკური ინტრიგა
01:34:16

პირველი სტუდია - პრეზიდენტის პირველი ვეტო; კორუფციასთან ბრძო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვეტოს პოლიტიკური ასპექტები
10:48

ვეტოს პოლიტიკური ასპექტები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად  - ინტერვიუ ვახტანგ მეგრელიშვილი / დავით მათიკაშვილი
52:05

#აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად - ინტერვიუ ვახტანგ მე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრეზიდენტის ვეტო
04:38

პრეზიდენტის ვეტო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად 30 მაისი, 2024 #LIVE
57:43

#აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად 30 მაისი, 2024 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაიკეტა
03:44

ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაიკეტა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა
04:02

ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო