15
პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა მმართველი გუნდის ინიციატივა, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დანაშაულების გამოძიების მიზნით, საპარლამენტო კომისიის შექმნას ეხება. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კომისია საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება და კანონმდებლები 2003-12 წლებში ჩადენილ ყველა შესაძლო დანაშაულს ზედმიწევნით შეისწავლიან, მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ კი საპარლამენტო კომისია სამართლებრივ და პოლიტიკურ რეკომენდაციებს მოამზადებს. აქვე დაკონკრეტებულია, რომ საგამოძიებო პროცესი სამხედროებს და მეთაურებს არ შეეხება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ახალმა თაობამ ზუსტად იცოდეს, რა ძალადობრივ ქმედებებთან ასოცირდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, რაც სამომავლოდ ხელისუფლებაში მათი დაბრუნების რისკებს დააზღვევს. სახელისუფლებო გუნდის ინიციატივას არარელევანტურს უწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც ფიქრობენ, რომ ინიციატივა არსებულ პოლიტიკურ რეალობასთან აცდენილია. კანონმდებლები კომისიის საბოლოო დასკვნებს და რეკომენდაციებს საშემოდგომო სესიის დასრულებამდე გამოაქვეყნებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ulamazesi qartuli simgera!! მირანდა მაისურაძე გიცდი და ⧸ M...
GeorgianMelodyქართულიმელოდია
[პრომო] ჩემი ცოლის დაქალები - სეზ. 3, სერ. 13
ჩემი ცოლის დაქალები
სახვითი ხელოვნება, VII-VIII კლასი - ფორმა და მისი გადმოძახი...
პირველი არხი #ტელესკოლა
“ნინო ქადაგიძე წარმოადგენს სასამართლოს მმართველი კლანის ინტე...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
#არჩევნები2020 დარღვევები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა კიდევ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია შეკვეთილში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი გახარიასა და მთავრობის შემადგენლობის შეხვედრა ფრაქცია...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster