ამირან გამყრელიძის განცხადება


საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად 150-დან 200-მდე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ინფიცირდება, - ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს ამ დროისთვის ჯანდაცვის სისტემისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალისტების დროულად ჩანაცვლება რთულია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ექიმების უმრავლესობა არა უშუალოდ კლინიკაში, არამედ სამუშაო პროცესის გარეთ, ყოველდღიური ურთიერთობებისას ავადდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან