აქცია-პერფორმანსი გენერალურ პროკურატურასთან

02.02.2020 00:55

ზვიად კუპრავამ და მისმა თანამოაზრეებმა, გენერალურ პროკურატურასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა პროკურატურასთან ირაკლი შოთაძის გამოსახულებით ბიუსტი მიიტანეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ამ ფორმით გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ. ზვიად კუპრავას განცხადებით, შოთაძის წინააღმდეგ აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: