თბილისის მერი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე


ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში თბილისისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა - „თბილისი მაგნუმის წიგნებში“, - გაიხსნა, სადაც 1947 წლიდან 2018 წლამდე შექმნილი ის ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც უცხოელმა ფოტოგრაფებმა თბილისში მოგზაურობისას გადაიღეს.
ექსპოზიცია 71-წლიან პერიოდს მოიცავს და იწყება ფოტოებით, რომლებიც 1947 წელს, რობერტ კაპამ ჯონ სტეინბეკთან თბილისში მოგზაურობისას გადაიღო. სწორედ ამ წელს დაარსდა სააგენტო „მაგნუმ ფოტოს“. გამოფენას ასრულებს მარტინ პარის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევრები.
თბილისის მერმა გამოფენა პრემიერ-მინისტრთან და დელეგაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან