შიმშილობა სამუშაო ადგილებზე აღდგენის მოთხოვნით

08.07.2022 02:11

უკვე მეათე დღეა, „უსინათლოთა კავშირიდან“ გათავისუფლებულები სამუშაო ადგილებზე აღდგენის მოთხოვნით შიმშილობენ. ჯამში გათავისუფლებულია 13 პირი, მათგან სამი შიმშილობს. ერთ-ერთი ლელა ვეფხვაძეა, რომელსაც დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. აღდგენის თაობაზე სარჩელი სასამართლოშია შეტანილი და პირველი პროცესი 23 აგვისტოსაა ჩანიშნული. თავდაპირველად კავშირიდან ორი პირი - გიორგი ენუქიძე და ცირა ვეფხვაძე გაუშვეს. ფაქტი გააპროტესტა 11-მა თანამშრომელმა. ისინი არ დადიოდნენ სამსახურში, მოგვიანებით კი გათავისუფლების შესახებ ცნობა მათაც მიუვიდათ. „უსინათლოთა კავშირის“ დირექტორი ამბობს, რომ რვა უსინათლოს აღდგენაზე თანახმანი არიან, თუმცა ეს პირობა მიუღებელია პროექტის მონაწილეებისთვის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: