მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება

19.01.2022 05:07

„ომიკრონის“ გავრცელების ტემპები ყოველდღე იზრდება. გუშინდელთან შედარებით დღეს, ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 1 200-ით მეტია. დღიური სტატისტიკური მონაცემები სულ უფრო საგანგაშო ხდება. 19 იანვარს ქვეყანაში კორონავირუსი თითქმის 9 000 ადამიანს დაუდასტურდა. პიკის გადავლას ეპიდემიოლოგები თებერვლის ბოლოს ვარაუდობენ, მანამდე კი დღევანდელი მონაცემების გაორმაგებას პროგნოზირებენ. დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ მკვეთრად დამძიმებული ეპიდ-სიტუაცია ჰოსპიტალურ სექტორზე არ ასახულა. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები გაზრდილი არ არის. „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობის გამო პანდემიის მართვის მთავარი ხაზი ახლა პაციენტთა ონლაინ-მართვის სისტემის გაუმჯობესებაზე გადის.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: