რა შედეგი მოიტანა ბოიკოტმა?

05/23/2022
Sulkhan Meskhidze-ის მიერ

#ბოიკოტი ოპოზიცია #აჭარა #პოლიტიკა

ბათუმის საკრებულოს დაკომპლექტების ვადა იწურება და დიდი ალბათობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, როგორც თორნიკე რიჟვაძემ თქვა საკრებულოში „შეცუნცულდებიან“. გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გაუხმოვანებიათ, თუმცა ამას პირად საუბრებში უკვე ადასტურებენ.

მთავარ ოპოზიციურ პარტიაში თვლიან, რომ ბოიკოტს აზრი მას შემდეგ დაეკარგა, რაც პარლამენტმა რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების საკითხზე კანონში ცვლილება დააინიცირა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არც აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაშია ჩართული. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტია ვერც ამ შემთხვევაში ჩამოყალიბდა რა ტაქტიკით გააგრძელოს ბრძოლა.

ამ გაუგებრობის ფონზე გაერთიანებული ოპოზიცია შესაძლოა მედეა ვასაძემ დატოვოს. რეგიონის საკანონდებლო ორგანოს დეპუტატი თანამოაზრეებთან ახლა კონსულტაციების რეჟიმშია და მალე გადაწყვეტს გააგრძელებს თუ არა საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით.


________________________________________________________________________

ვიდეოები „Sulkhan Meskhidze"-ისგან