გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება განახლდა


სტომატოლოგიური კლინიკების იმ ნაწილში, სადაც ჯანდაცვის დაწესებული მოთხოვნები შესრულებულია, მომსახურება განახლდა. სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, 279  კლინიკამ შეავსო განაცხადი, მათგან 179 შემოწმდა, გახსნის ნებართვა კი 164-მა მოიპოვა.  იმ ფაქტს, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული 1500-ზე მეტი სტომატოლოგიური კლინიკიდან, მხოლოდ 279-ის  შეტყობინება დაფიქსირდა მონიტორინგის სამსახურში, ქეთევან გოგილაშვილი ხსნის იმით, რომ ხელმძღვანელებს, შესაძლოა, კრიტერიუმების დაკმაყოფილების იმედი არ ჰქონდათ. მისი განმარტებით, ყველა მოთხოვნის გათვალისწინება დიდ ფინანსურ რესურს საჭიროებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან