კარლ ჰარცელისა და თეა წულუკიანის შეხვედრა


საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტში თეა წულუკიანს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულმა ელჩმა განაცხადა, რომ თეა წულუკიანი არ იყო მოხარული მისი გუშინდელი კომენტარით, გაიმართა მოლაპარაკებები, რათა მხარეები დარწმუნებულიყვნენ, რომ გაიგეს ერთმანეთის პოზიციები. მისივე თქმით, მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან შეხვედრა დახურული იყო. თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ  როგორც  შეხვედრაზე გაირკვა,  კარლ ჰარცელის გუშინდელი განცხადება არის ელჩის პირადი და არა ევროკავშირის პოზიცია.

კარლ ჰარცელმა გუშინ აღნიშნა, რომ თეა წულუკიანის მხრიდან ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროება უსიამოვნო სიურპრიზი იყო. თეა წულუკიანმა კი ელჩს უპასუხა, რომ ამ საკითხის განხილვას ელჩთან ერთად ისურვებდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან