არქეოლოგიური მონაპოვარი ღალიის ქართველთა მონასტრიდან
4 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრს მოადგილე ლევან ხარატიშვილმა კვიპროსის დელეგაციას უმაპსინძლეს. შეხვედრას კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრისას საუბარი შეეხო კუნძულ კვიპროსზე მდებარე ღალიის X-XVI საუკუნის ქართული მონასტრის არქეოლოგიურ გათხრებს. კულტურის მინისტრმა კვიპროსის დელეგაციას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. თავის მხრივ, კვიპროსის დელეგაციის წევრებმა სიძველეების დაცვის მიმართულებით მინისტრს საგანმანათლებლო ერთობლივი პროგრამების განხორციელება შესთავაზეს. კვიპროსის დელეგაცია თბილსს სპეციალურად ღალიის მონასტრის არტეფაქტების გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით ეწვია. გამოფენას თიბისი გალერეა 5-დან 25 დეკემბრამდე უმასპინძლებს. კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ღალიის მონასტერზე ერთობლივი არქეოლოგიური სამუშაოები 2006 წლიდან ხორციელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2015 წელს ღალიის მონასტრის ტერიტორიაზე, არქეოლოგიური სამუშაოების გაგრძელების მიზნით, თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის“ დაფინანსებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კვიპროსზე მდებარე ღალიის მონასტრის სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები განხორციელდა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
გრაკლიანზე არქეოლოგიური სამუშაოები გაგრძელდება
culturegovge culturegovge
არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ისრაელში 2000 წლის წინანდელი...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
არქეოლოგიური აღმოჩენა ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არქეოლოგიური აღმოჩენა - პეტრას ციხე
Ajara TV
არქეოლოგიური აღმოჩენა რუსთავის ციხე-სიმაგრეში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არქეოლოგიური აღმოჩენა ასპინძაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არქეოლოგიური სამუშაოები ხვამლის მთის კომპლექსში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არქეოლოგიური აღმოჩენა თელავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster