რა პრინციპით/კრიტერიუმებით შეარჩევენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს?
05/15/2019
George Tumanishvili-ის
მიერ
გიორგი გ. თუმანიშვილი. სამართლის დოქტორი, პროფესორი
რა პრინციპით/კრიტერიუმებით შეარჩევენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს?
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევა, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ქართულ სინამდვილეში, ვინაიდან ეხება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა/მართულობას სამომავლოდ მრავალი წლის განმავლობაში. შესაბამისად ეხება თითოეული ჩვენგანის მომავალს, სამართლის მომავალს, სიმართლის მომავალს, დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მომავალს - საქართველოს მომავალს.
რეალურად არავინ არ იცის, თუ რა პრინციპზე დაფუძნებით, როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოცემულია მხოლოდ ქულათა ზღვრული ჩამონათვალი მაგრამ არ არის განმარტებული თუ როგორ განხორციელდება კანდიდატთა შეფასება. აუცილებელია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მათემატიკურად გამოსახოს ქულათა ბიჯი და კონკრეტულად რა შემთხვევაში და როგორ მიენიჭება კანდიდატს კონკრეტული ქულა. ქულათა მინიჭების მათემატიკური სისტემის არარსებობა გულისხმობს გაუმჭვირვალობასა და სუბიექტურ შეფასებას, ხოლო ასეთი სისტემის არსებობა და თითოეული ქულის ან ქულათა ბიჯის დასაბუთება გვაძლევს შესაძლებლობას რომ შერჩევის პროცესი და ასევე მის დროს და შემდგომ განხორციელებული შეფასებები ობიექტურად გავზომოთ და გამოვრიცხოთ სუბიექტურობა.
საზოგადოებამ უნდა მოვითხოვოთ, რომ საჯარო გახდეს ის პრინციპები და საფუძვლები, ასევე მთლიანად, უზენაეს სასამართლოში შესარჩევ პირთა შეფასების სისტემა.
დამატებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის ტესტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: • გ. თუმანიშვილი. ტესტი უზენაეს სასამარ...
თუ გსურს ხელი შეუწყო გამჭვირვალობას მოქმედ სასამართლო სისტემაში მოიწონე ან/და გააზიარე ეს ვიდეო.
ასევე შეგიძლია გამოიწერო ეს არხი და გაეცნო სიახლეებს ;)